შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისელი წარმატებული მოსწავლეები დღეს ურეკში გაემგზავრნენ
11.09.2018
უკან დაბრუნება
ქუთაისელი წარმატებული მოსწავლეები დღეს ურეკში გაემგზავრნენ. 50-მდე მოზარდი მცირე აკადემიის ბანაკს ერთი კვირის განმავლობაში შეუერთდება. მოსწავლეების შემეცნებითი დასვენების ხარჯებს, სრულად ქუთაისის მერია აფინანსებს. ბანაკი ,,მცირე აკადემია“ ტრადიციული ხასიათისაა და ზუსტი მეცნიერებების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. წელს პროექტის ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველობიდან დაახლოებით 13 000 ლარი გამოიყო.