შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ ფერმერებთან შეხვედრა ჩაატარა
04.09.2018
უკან დაბრუნება
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ, ფერმერებთან და რძის სექტორში წარმოდგენილ მეწარმეებთან ერთად საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა. შეხვედრის მონაწილეებს იმ რეგულაციების შესახებ მიეწოდათ ინფორმაცია, რომელიც 2019 წლის იანვრიდან ამოქმედდება. ახალი რეგულაციების თანახმად, მომავალი წლიდან რძის გადამამუშავებელ საწარმოებს აეკრძალებათ რძის შეძენა იმ ფერმერებისგან, რომელთა ცხოველები სურსათის ეროვნული სააგენტოს ელექტრონულ ბაზაში არ იქნებიან რეგისტრირებული.