შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში ტანვარჯიშის სკოლასთან მისასვლელ გზაზე ასფალტის საფარი იგება
03.09.2018
უკან დაბრუნება
ქუთაისში ტანვარჯიშის სკოლასთან მისასვლელ გზაზე ასფალტის საფარი იგება. გზის დაგების პროცესი ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, მერის მოადგილემ იუზა უგულავამ და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ბექა ყურაშვილმა დაათვალიერეს. სამუშაოებს ადგილობრივი თვითმმართველობის დაკვეთით კომპანია „დაგი პლიუსი“ ასრულებს. „ტანვარჯიშის სკოლასთან მისასვლელი გზა მრავალი წლის განმავლობაში იყო ამორტიზირებული და გაუვალი. რამდენიმე წელია ამ გზის მოწესრიგებას ითხოვენ მშობლები, რომელთაც აქ ბავშვები დაჰყავთ.