შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



"შენი პროექტი - შენი ქალაქისთვის" - წყალტუბოში სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში საპროექტო ინიციატივების მიღება დასრულდა
03.09.2018
უკან დაბრუნება
"შენი პროექტი - შენი ქალაქისთვის" - წყალტუბოში სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში საპროექტო ინიციატივების მიღება დასრულდა. ჯამში კომისიაში 25 განაცხადი შევიდა. პროექტის განხორციელებისთვის 150 000 ლარი გამოიყო. ბიუჯეტირების მიზანია მოქალაქეებმა თავად გადაწყვიტონ თუ რაში დახარჯონ მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილი თანხა. კომისიის წევრებს წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი შეხვდა და სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში მიმდინარე პროცესებს გაეცნო. სამოქალაქო ბიუჯეტირება წყალტუბშო ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ინიციატივით დაინერგა.