შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



წმინდა ნიკოლოზის ხატის ასლი ბაგრატის ტაძარში დააბრძანეს
18.12.2015
უკან დაბრუნება
იტალიის ქალაქ ბარში მდებარე წმინდა ნიკოლოზის ხატის ზუსტი ასლი, რომელიც ქუთაისის გაენათის ეპარქიაში დაიწერა და მოიჭედა, დღეს ბაგრატის ღვთისმშობლის მიძინების სიონის საკათედრო ტაძარში მიიტანეს და დააბრძანეს. ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ ხატი აკურთხა, მრევლი დალოცა და ლოცვის გაძლიერებისკენ მოუწოდა.