შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საარჩევნო კოდექსის განხილვა გრძელდება
18.12.2015
უკან დაბრუნება
პარლამენტში საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს დეპუტატები კი მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილავდნენ. უმცირესობა ქართული ოცნების მიერ მომზადებულ ვერსიას აკრიტიკებს, რომელიც მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების შეცვლას - ცალკეული ოლქების გაერთიანებას და დაყოფას გულისხმობს. კოდექსის განხილვა ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია . განხილვისას დეპუტატები გიგა ბუკია და კობა სუბელიანი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. სესიაზე კობა სუბელიანმა განაცხადა, რომ საარჩევნო კოდექსი თავისი შინაარსით სისულელეა, რამაც გიგა ბუკიას უკმაყოფილება გამოიწვია.სიტუაცია მანდატურების ჩარევის შემდეგ განიმუხტა.