შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



"ერთად ვიზრუნოთ წყალტუბოს მომავლისთვის" - ღია კარის დღე წყალტუბოში
18.12.2015
უკან დაბრუნება
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ინიციატივით ღია კარის დღე "ერთად ვიზრუნოთ წყალტუბოს მომავლისთვის" გაიმართა. ღია კარის დღეზე ინვესტიციების მოზიდვის მიზნით ადგილობრივი ბიზნესმენები იყვნენ მოწვეულები. დამსწრე საზოგადოებას იმერეთის გუბერნატორმა წყალტუბოს პოტენციალი გააცნო და ბიზნესის განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრა. მუნიციპალიტეტის გამებელმა კი პრეზენტაცია გააკეთა, სადაც ბალნეოლოგიური კურორტის შესახებ ინფორმაცია წარადგინა. მოწვეულმა სტუმრებმა რეაბილიტირებული წყალტუბოს ამსახველი ფოტოგამოფენაც დათვალიერეს. წყალტუბოს მუნიციპალიტეტში უკვე დასრულდა რეაბილიტაციის პირველი ეტაპი, რომლის ფარგლებშიც რამდენიმე ათეული მილიონი ლარის ღირებულების პროექტი განხორციელდა და ქალაქის ინფრასტრუქტურის ძირითადი ნაწილი მოწესრიგდა.