შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ნინო თვალთვაძე გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებსა და უცხოელ ექსპერტებს შეხვდა
06.08.2018
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებსა და უცხოელ ექსპერტებს შეხვდა.შეხვედრაზე აღინიშნა,რომ გაეროს განვითარების პროგრამა ქუთაისის თვითმმართველობას ანტიკორუფციული სტრატეგიის შექმნასა და მართვაში დაეხმარება. მერიამ ანტიკორუფციული სტრატეგია მიმდინარე წლის მარტის თვეში დაამტკიცა. ქუთაისი პირველი იყო ქვეყნის მასშტაბით ვინც აღნიშნული გეგმა შექმნა.ამ ეტაპზე პარტნიორები, თვითმმართველობას ანტიკორუფციული სტრატეგიის იმპლემენტაციაში დაუჭერენ მხარს. პროგრამის შემდეგი ეტაპი საგანმანათლებლო ხასიათის იქნება. პროექტი ითვალისწინებს მონიტორინგსაც.