შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის მერია მოქალაქეთა თავისუფალი ინიციატივებისა და პროექტების განხორციელებას იწყებს
02.08.2018
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერია მოქალაქეთა თავისუფალი ინიციატივებისა და პროექტების განხორციელებას იწყებს. ახალი პროექტის ფარგლებში მოქალაქეებს საშუალება ექნებათ საკუთარი იდეა პროექტის სახით ელექტრონულად საიტზე kutaisi.gov.ge განათავსონ. ნებისმიერ მსურველს დღეიდან მიმდინარე წლის 20 სექტემბრის ჩათვლით საშუალება ექნება საკუთარი იდეა წარუდგინოს ადგილობრივ თვითმართველობას. საუკეთესო 3 იდეას ქუთაისის მერიის მრჩეველთა საბჭო შეარჩევს. შერჩეული 3 პროექტიდან კი ერთ საუკეთესოს კი თავად მოქალაქეები გამოავლენენ