შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ხარაგაულის რაიონში ორი სოფლის დამაკავშირებელ გზას სრული რეაბილიტიცია ჩაუტარდა
03.10.2015
უკან დაბრუნება
ხარაგაულის რაიონში ორი სოფლის დამაკავშირებელ გზას სრული რეაბილიტიცია ჩაუტარდა. კიცხი–ხიდარის 3.4 კმ–იანი მონაკვეთის მშენებლობისთვის რეგიონული განვითარების ფონდიდან 672 056 ლარი გამოიყო. აღნიშნული გზის მონაკვეთი ამ დრომდე მოუწესრიგებელი იყო, ასევე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდარში ახალი საბავშვო ბაღი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. სოფელში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებამ წელს პირველად დაიწყო ფუნქციონირება. ბაღი 25 ბავშვზეა გათვლილი და მასში 10–ზე მეტი ადგილობრივია დასაქმებული. განხორციელებელი სამუშაოებისათვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 101 661 ლარი დაიხარჯა. ხარაგაულში ბოლო ორი წლის განმავლობაში 8 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება აშენდა, წლის ბოლომდე კიდევ 2 ბაღის გახსნა იგეგმება.