შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ტყიბულის საფეხმავლო ტურისტული ბილიკის გახსნა
31.07.2018
უკან დაბრუნება
იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა გრიგოლ დალაქიშვილმა ვიცე-გუბერნატორთან იოსებ ხახალეიშვილთან და ტყიბულის მერთან თემურ ჩუბინიძესთან ერთად საფეხმავლო ტურისტული ბილიკი გახსნა. ბილიკი გრიგოლ დალაქიშვილმა მოლაშქრეთა ჯგუფთან ერთად გაიარა და მათთან ერთად დაათვალიერა 5 საბანაკე ადგილი და გადასახედი მოედნები. პროექტის ფარგლებში გელათის მონასტერი, ცუცხვათის მღვიმოვანი, ახალსოფლის წყალსაცავის დამაკავშირებელი 24 კილომეტრიანი სიგრძის საფეხმავლო ტურისტული ბილიკი მოეწყო. პროექტის ფარგლებში დაიდგა ნიშნულები, საინფორმაციო დაფები განხორციელდა ბილიკის მარკირება დაიბეჭდა ბილიკის ქართულ და ინგლისურ ენოვანი საინფორმაციო ცნობარი.