შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში საფიჩხიის უბანში მდებარე ამაღლების ეკლესიას გაწმენდითი სამუშაოები ჩაუტარდა
31.07.2018
უკან დაბრუნება
ქუთაისში საფიჩხიის უბანში მდებარე ამაღლების ეკლესიას გაწმენდითი სამუშაოები ჩაუტარდა. ქუთაისის მერიის მხარდაჭერით გარე ფასადი დასუფთავდა. ასევე წყლის ჭავლით გაიწმინდა კედლები. ეკლესიის შენობა ისტორიულ ძეგლს წარმოადგენს. ტაძრის გასუფთავების თხოვნით ქალაქის მერიას ადგილობრივმა მრევლმა და საეკლესიო მსახურებმა მიმართეს.