შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში ვაკის უბნის დასახლებაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
30.07.2018
უკან დაბრუნება
ქუთაისში ვაკის უბნის დასახლებაში თაბუკაშვილის 21 ნომერთან გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულ ადგილზე ადგილობრივ მოსახლეობას გზის პრობლემა 30 წლის განმავლობაში აწუხებდა, აქვე რეაბილიტაცია უკეთდება N 36-ე საჯარო სკოლას და მისასვლელ გზასაც. შესაბამისად მოსწავლეებს გადაადგილების პრობლემები აღარ შეექმნებათ. გზის საფარი სარეაბილიტაციო სამუშაოები ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ვაკის უბნის მაჟორიტარ-დეპუტატ მამუკა რიჟამაძესთან ერთად ადგილზე დაათვალიერა