შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში რეპრესირებულთა ხსოვნის დღე ტრადიციულად აღინიშნა
23.07.2018
უკან დაბრუნება
ქუთაისში რეპრესირებულთა ხსოვნის დღე ტრადიციულად აღინიშნა. ვიცე-მერმა პოლიტიკური რეპრესირერულ მსხვერპლთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. მემორიალთან რეპრესირებულთა ოჯახის წევრები ყოველწლიურად იკრიბებიან. მოძღვარმა გარდაცვლილთა მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადა. ქუთაისში რეპრესირებულ მსხვერპლთა მემორიალი, მუხნარის ტყე-პარკში იმ ადგილას მდებარეობს, სადაც ათეული წლის წინ ასობით ადამიანი დახვრიტეს. პოლიტიკური რეპრესიები საქართველოში 1921 წლიდა დაიწყო და გასაკუთრებით ფართო მასშტაბებს 1937 წლს მიაღწია. რეპრესიებს მწერლები, მეცნიერები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ემსხვერპლნენ.