შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში უქიმერიონის გორაზე, ცაცხვების ქუჩაზე XI-XIII საუკუნეების ნაქალაქარი აღმოჩნდა
23.07.2018
უკან დაბრუნება
ქუთაისში უქიმერიონის გორაზე, ცაცხვების ქუჩაზე XI-XIII საუკუნეების ნაქალაქარი აღმოჩნდა, რომელიც სავარაუდოდ სამეურნეო უბანი, იმჟამინდელი სავაჭრო ბაზარი უნდა ყოფილიყო. უძველესი ნივთები ერთ-ერთი კერძო პირის ეზოში, საცხოვრებელი სახლის მშენებლობისას, საძირკვლის გაჭრის მომენტში იპოვეს. 1833 წელს დიუბუა დემონპერეს მიხედვით შედგენილ რუკაზე, ამ უბანში ხის ქალაქის ადგილსამყოფელი და ძველი ბაზარია მითითებული. არქეოლოგები მიიჩნევენ, რომ სწორედ აქ არის აღმოჩენილი ჭა მაცივრები, თონეები, სხვადასხვა სათავსოები და სამეურნეო დანიშნულების ჭურჭელი. არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნი ნივთები საბოლოოდ მუზეუმში დაიდებს ბინას.