შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



“თუ შესაბამისი მტკიცებულებების შეკრებას შევძლებთ, რა თქმა უნდა, სხვა პირების დაკავებაც არაა გამორიცხული“
20.07.2018
უკან დაბრუნება
“თუ შესაბამისი მტკიცებულებების შეკრებას შევძლებთ, რა თქმა უნდა, სხვა პირების დაკავებაც არაა გამორიცხული“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეზე გუშინ კიდევ ერთი არასრულწლოვნის დაკავების ფაქტის შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, ერთ-ერთი არასრულწლოვანი მოწმის დაკავება მოხდა შსს–ს მიერ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი საქმის ფარგლებში და სავარაუდოდ, აღნიშნულ პიროვნებას პროკურატურა ბრალს დღეს წარუდგენს.