შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



მოქალაქის მიერ განხორციელებულ ზარს დროული გამოხმაურება მოჰყვა
19.07.2018
უკან დაბრუნება
საზოგადოებრივ პოლიტიკურ თოქშოუში “ანგარიში ხალხს“ მოქალაქის მიერ განხორციელებულ ზარს დროული გამოხმაურება მოჰყვა. გადაცემის სტუმარმა, საკრებულოს წევრმა მამუკა რიჟამაძემ, ქეთევან წამებულის ქუჩაზე მცხოვრები ქალბატონისთვის მიცემული პირობა შეასრულა და მას პრობლემის უკეთ გაცნობის მიზნით, უქიმერიონის მაჟორიტართან ერთად სახლში ესტუმრა. დეპუტატებმა ქუჩაზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს და პროცესის შეფერხების მიზეზები განმარტეს.