შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში „რობოტექნიკის“ ბანაკი გაიხსნა
19.07.2018
უკან დაბრუნება
გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში „რობოტექნიკის“ ბანაკი გაიხსნა. „ მოსწავლეებმა სტუმრებს სხვადასხვა მუსიკალური ნომერი, ფლეშმობი და პერფოrმანსი წარუდგინეს. ,,რობოტექნიკის“ ბანაკი 19 აგვისტოს ჩათვლით მოსწავლეთა 5 ნაკადს უმასპინძლებს. თითოეულ ნაკადში 290-მდე მოსწავლე იქნება. მათთვის ერთი კვირის განმავლობაში საინტერესო, მრავალფეროვანი, შემეცნებითი და გასართობი აქტივობებია გაწერილი. ერთი დღე კი, სამხედრო თემას დაეთმობა. კადეტთა სამხედრო ლიცეუმის პირადი შემადგენლობის დახმარებით მოსწავლეებს „მომავლის ბანაკს“ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის უწყებათშორის კოორდინაციას ეროვნული გვარდია ახორციელებას. პროგრამის მიზანია უზრუნველყოს საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდების აქტიური დასვენება, მათი მონაწილეობა სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო და გასართობ-შემეცნებით ღონისძიებაში, მისცეს არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა, ხელი შეუწყოს მათი ფიზიკური, სულიერი და ინტელექტუალური პოტენციალის ამაღლებას, სოციალური ინტეგრაციასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. „რობოტექნიკის“ ბანაკის გახსნის ცერემონიალი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ფონზე დროშის აღმართვითა და ფოიერვერკების დასრულდა.