შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის სასწავლო, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით ვოკალური მუსიკის საღამო გაიმართა
18.07.2018
უკან დაბრუნება
ქუთაისის სასწავლო, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით ვოკალური მუსიკის საღამო გაიმართა. კონცერტში მონაწილეობდნენ ქუთაისის კონსერვატორიის კურსდამთავრებული და ახლა უკვე წარმატებული მუსიკოსები. სპეციალურად ამ დღისთვის მოსკოვიდან ჩამოვიდა დიდი თეატრის ახალგაზრდული დასის წევრი გიორგი სტურუა. ვუკალური მუსიკის საღამოზე ქუთაისელი მსმენლის წინაშე გიორგი სტურუასთან ერთად,თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სოლისტი ხათუნა ჭოხონელიძე და ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწოფო თეატრის სოლისტები: ფერიდე ჯინჯიხაძე და ბაკურ კვირიკაშვილი წარსდგნენ. ქუთაისის კულტურულ სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოღვაწე და წარმატებული ქუთაისელი მუსიკოსების საღამოები მომავალშიც პერმანენტულად გაიმართება.