შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



როგორ დავიცვათ ციტრუსი აზიური ფაროსანასგან
13.07.2018
უკან დაბრუნება
როგორ დავიცვათ ციტრუსი აზიური ფაროსანასგან ციტრუსი, რომელიც დასავლეთ საქართველოში ფერმერების, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა, ქვეყანაში გავრცელებული მავნებლის, აზიური ფაროსანასგან დასაცავად შესაბამის მოვლას საჭიროებს. აგრო სერვის ცენტრის დირექტორის მოადგილელევან ბოლქვაძეციტრუსის მოვლის პროცედურებზე გვესაუბრება. სპეციალისტის თქმით, საჭიროა ციტრუსი ზედმეტი ყვავილებისგანაც გათავისუფლდეს, რაც მცენარის მსხმოიარობაზეც აისახება და ფერმერს გაცილებით მეტი შემოსავალის მიღების საშუალებასაც მისცემს. მისი თქმით, არასწორ დროს წამლობას კულტურის განადგურება შეუძლია. სპეციალისტი ხაზს პრეპარატების გამოყენებისას დოზირების ზუსტ დაცვაზეც ამახვილებს ყურადღებას. აგრონომის განმარტებით, ციტრუსის ბაღში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ კომბინირებული წამლობების ჩატარება საუკეთესო მეთოდია, რომელიც ფერმერს დროსა და ენერგიას დაუზოგავს. მედიაპროდუქტი მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის “EBRD-ისმხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას “პროექტი სფარგლებში, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.