შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ააიპ “ქუთგანათების სერვისი“ ქალაქის მასშტაბით ე.წ “ლედ“ ტიპის სანათების მონტაჟს ახორციელებს
13.07.2018
უკან დაბრუნება
ააიპ “ქუთგანათების სერვისი“ ქალაქის მასშტაბით ე.წ “ლედ“ ტიპის სანათების მონტაჟს ახორციელებს. ამ ეტაპზე სამუშაოები კოღოაშვილის ქუჩაზე მიმდინარეობს. კერძოდ ძველი 150 ვატიანი ნათურები, ე.წ “ლედ“ ტიპის 90 ვატიანი სანათებით ჩანაცვლდება. ააიპ “ქუთგანათების სერვისის“ მიერ მიმდინარე წელს ჯამში 2 000 ნათურის შეცვლა მოხდება, რაც ელექტროენერგიის ნაკლებ დანახარჯს მოგვცემს. აღნიშნული სამუშაოები ქალაქის მასშტაბით ეტაპობრივად ხორციელდება, სანათები უკვე დამონტაჟდა: კლდიაშვილის, დადიანის, ტყიბულისა და ჭაბუკიანის ქუჩებზე.