შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ავტოქარხნის სამაჟორიტარო ოლქში მცხოვრები ახალგაზრდები, ქუთაისის საკრებულოს ესტუმრნენ და დეპუტატების მუშაობას გაეცნენ
12.07.2018
უკან დაბრუნება
ავტოქარხნის სამაჟორიტარო ოლქში მცხოვრები ახალგაზრდები, ქუთაისის საკრებულოს ესტუმრნენ და დეპუტატების მუშაობას გაეცნენ. მათ მაჟორიტარი დეპუტატის, მერაბ კვიცარიძის ინიციატივით საშუალება მიეცათ ერთი დღე საკრებულოში თავმჯდომარესთან და დეპუტატებთან ერთად გაეტარებინათ და მათი მუშაობის სპეციფიკას გაცნობოდნენ. დღის ბოლოს სტუმრებს მერაბ კვიცარიძემ ტრენინგი ჩაუტარა, რომელიც დაწესებულებებში მენეჯმენტის მართვის მთავარ მიმართულებებს ეხებოდა.