შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქართველოლოგიის საზაფხულო სკოლის ფარგლებში ქუთაისში რამოდენიმე დღით თურქი სტუდენტები იმყოფებიან
09.07.2018
უკან დაბრუნება
ქართველოლოგიის საზაფხულო სკოლის ფარგლებში ქუთაისში რამოდენიმე დღით თურქი სტუდენტები იმყოფებიან. ყარსის, დუსჯესა და რიზეს უნივერსიტეტებიდან ქართული ენისა და ლიტერატურის 12 სტუდენტი ქალაქში გაცნობითი ვიზიტით ჩამოვიდა. პროექტის ფარგლებში ისინი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციებს დაესწრნენ, შემდეგ კი ქუთაისის ისტორიული მუზეუმი დაათვალიერეს.