შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



აზიური ფაროსანას წინააღმდეგ წამლობის მეორე ეტაპი იწყება
06.07.2018
უკან დაბრუნება
აზიური ფაროსანას წინააღმდეგ წამლობის მეორე ეტაპი იწყება - გურიაში გამართულ შეხვედრაზე მავნებელთან ბრძოლის პირველი ფაზა შეაჯამეს შემდგომ ნაბიჯებზე იმსჯელეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ხაზგასმით აღნიშნა რომ სახელმწიფო მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებებს აგრძელებს. თხილის პლანტაციების შემდეგ სიმინიდის ყანების წამლობა იწყება, ასევე ქიმიური პრეპარატით სახელმწიფოს მიერ დამუშავდება მიმდებარე პერიმეტრები, ქარსაფარი ზოლები და ბუჩქნარები. ზურაბ ჩეკურიშვილი განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში თუ მავნებელი ციტრუსის ბაღებში გადაინაცვლებს,პრეპარატით ეს კულტურაც შეიწამლება. სეს-ის ხელმძღვანელი ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში მავნებლის წინააღმდეგ წამლობა მანამდე გაგრძელდება, სანამ აზიური ფაროსანა გამოსაზამთრებელ ფაზაში არ გადავა. ამ დროისთვის სახელმწიფოს მიერ თერმული ნისლის ტექნოლოგიით უკვე დამუშავებულია 270 ათას ჰექტრამდე ფართობი, ხოლო ცივი შესხურების აგრეგატით - 12 ათას ჰექტრამდე. ამასთან, მიმდინარეობს სიმინიდის საყანე ფართობების პერიმეტრების დამუშავება. სატრაქტორე აგრეგატებით უკვე შეიწამლა 10 ათას ჰექტრამდე ფართობი. მედიაპროდუქტი მომზადებულია ,,ევროპისრეკონსტრუქციისადაგანვითარებისბანკის“ EBRD-ისმხარდაჭერით ,,ერთადვებრძოლოთაზიურფაროსანას“ პროექტისფარგლებში, რომელსაც ,,ჟურნალისტიკისრესურსცენტრი“ – JRC პარტნიორმედიასაშუალებებთანერთადახორციელებს. ისშესაძლოაარწარმოადგენდეს EBRD-ისშეხედულებას.