შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს თურქეთის სამი ქალაქის სტუდენტები ესტუმრნენ
06.07.2018
უკან დაბრუნება
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზაფხულო სკოლის ფარგლებში თურქეთის სამი ქალაქის დუჯეს, რიზესა და ყარსის უნივერსიტეტების სტუდენტები ქართულ ენასა და ლიტერატურას შეისწავლიან. ახალგაზრდები მომავალი ქართველოლოგები არიან, რომლებიც თურქეთში ქართულ ენასა და ლიტერატურას სწავლობენ. პირველი ლექცია მათ დღეს პროფესორმა ტარიელ ფუტკარაძემ წაუკითხა. საზაფხულო სკოლის ფარგლებში თურქი სტუდენტები ქუთაისში ლექციებს ერთი კვირის განმავლობაში დაესწრებიან.