შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ეროვნული ლიგის გათამაშების მე-18 ტურში ქუთაისის “ტორპედომ“ ფოთის “კოლხეთს“ უმასპინძლა
05.07.2018
უკან დაბრუნება
ეროვნული ლიგის გათამაშების მე-18 ტურში ქუთაისის “ტორპედომ“ ფოთის “კოლხეთს“ უმასპინძლა. მატჩი ტორპედოს სრული უპირატესობით წარიმართა, რაც ანგარიშზეც აისახა 3:0 “ტორპედოს“ სასარგებლოდ. პირველი გოლი ფოთის “კოლხეთის“ კარში, ტორპედოს ახლად შეძენილმა სლოვაკმა მარევ ჰლინკამ გაიტანა. მეორე ბურთი კი საჯარიმო დარტყმით გრიგოლ დოლიძემ, ხოლო მესამე გიორგი ქიმაძემ. ახლა ეროვნულ ლიგაში გამოცხადებულია შესვენება აგვისტოს დასაწყისამდე. “ტორპედო“ 27 ქულით მე-5 ადგილს იკავებს. მომდევნო მატჩს “ტორპედო“ ჩემპიონთა ლიგის გათამაშების პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში ტირასპოდის“შერიფს “ 10 ივნისს საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება.