შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა გრიგოლ დალაქიშვილმა და სამეგრელო, ზემო-სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, ორ რეგიონს შორის ახალ ტურისტულ მარშუტებზე და განსახორციელებელ პროექტებზე სამუშაო შეხვედრა მარტვილში გამართეს
05.07.2018
უკან დაბრუნება
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა გრიგოლ დალაქიშვილმა და სამეგრელო, ზემო-სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, ორ რეგიონს შორის ახალ ტურისტულ მარშუტებზე და განსახორციელებელ პროექტებზე სამუშაო შეხვედრა მარტვილში გამართეს. შეხვედრაზე ხონისა და მარტვილის მუნიციპალიოტეტებში ერთობლივად განსახორციელებულ იმ იმფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს, რომლებიც ხელს უწყობს რეგიონში ტურიზმის განვითარებას, ინტერმუნიციპალური და ინტერეგიონალური ტურისტული პროექტების განხორციელება საშუალებას იძლევა ვიზიტორებმა ბევრი საინტერესო და ახალი ლოკაცია დაათვალიერონ. პროექტის განხორციელების შემდეგ ერთ რეგიონში ჩასული ტურისტი მეორე რეგიონსაც დაუკავშირდება. ტურისტები რომლების პრომეთეს მღვიმეს, გორდის საზაფხულო რეზიდენციასა და ოკაცეს კანიონს სტუმრობენ, პროექტის განხორციელების შემდეგ უნდა შევიდნენ მარტვილის და მიმდებარე მუნიციპალიტეტების ტურისტულ ობიექტებზე, ასევე პირიქით. ამისათვის საჭირო იქნება ერთობლივი ინფრასტრუქტურის მოწყობა, ასევე ერთიანი ტურისტული რუკების შექმნა, მარშუტების განსაზღვრა, მარკირება, გიდების და მაშველების გადამზადება. პროექტების შესამუშავებლად სამუშაო ჯგუფი ინტენსიურ რეჟიმში იმუშავებს. ჯგუფში სამეგრელო, ზემო-სვანეთისა და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციებთან და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად გეოგრაფები, სპელეოლოგები და დარგის სპეციალისტები შედიან.