შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



შემოდგომიდან ქუთაისის მერია ცენტრალური ბაღის რეაბილიტაციას გეგმავს
04.07.2018
უკან დაბრუნება
შემოდგომიდან ქუთაისის მერია ცენტრალური ბაღის რეაბილიტაციას გეგმავს. ამ ეტაპზე გამოცხადებულია კონკურსი პროექტირებაზე, ხოლო გამარჯვებული ცნობილი კვირის ბოლომდე გახდება. იგეგმება ფანტანის იერსახის შეცვლა, განახლდება ფლორა, და ბაღს ახალი დეკორატიული მცენარეები შეემატება, ასევე შეიცვლება კაფე ბარის გარე იერსახე, მოწესრიგდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, განათებები, ბაღის ახლანდელ საფარს გრანიტი ჩაანაცვლებს, დაიდგმება ახალი ძელსკამები და ნარჩენებისათვის განკუთვნილი ურნები. პროექტის განსახორციელებლად ერთი მილიონი ლარი დაიხარჯება .