შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



აკაკი წერეთლის დაბადებიდან 175 წლისადმი მიძღვნილი გამოფენა ჭიათურაში
16.12.2015
უკან დაბრუნება
ჭიათურის მუნიციპალიტეტში აკაკი წერეთლის დაბადებიდან 175 წლისადმი მიძღვნილი გამოფენა და საიუბილეო საღამო გაიმართა. მონაწილეებმა მწერლის ცხოვრება და მოღვაწეობა საზოგადოებას კიდევ ერთხელ წარუდგინეს. ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველი მოადგილე ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი და გამგებელი სულხან მახათაძე ესწრებოდნენ. 2015–ი იუნესკომ აკაკი წერეთლის წლად გამოაცხადა. მწერლის გარდაცვალებიდან 100, ხოლო დაბადებიდან 175 წელი გავიდა. აკაკი წერეთლის საიუბილეო თარიღი იმერეთის რეგიონში განსაკუთრებულად, მრავალფეროვანი და მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნა.