შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი 100 წლისაა
23.06.2018
უკან დაბრუნება
მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი 100 წლისაა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით სასწავლებლის ეზოში ღია ცის ქვეშ გრანდიოზული კონცერტი გაიმართა. სასწავლებელი ერთერთი მნიშვნელოვანი კერაა და დასავლეთ საქართველოს მასშტაბით აღზრდილი ყავს არაერთი ცნობილი მუსიკოსი. კონცერტში წამყვანი საგუნდო კოლექტივები, ვოკალური და ინსტრუმენტული დუეტები იღებდნენ მონაწილეობას. საიუბილეო წლის საპრეზენტაციო კონცერტს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანები და ხარისხიანი მუსიკის მოყვარულები ესწრებოდნენ.