შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციის ინიციატივით, სამხედრო ნაწილში ,,ღია კარის დღე“ მოეწყო
22.06.2018
უკან დაბრუნება
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციის ინიციატივით, სამხედრო ნაწილში ,,ღია კარის დღე“ მოეწყო. რეგიონის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლის მე–11 მე–12 კლასის მოსწავლეებმა ერთი დღე ქუთაისის მე–3 ქვეით ბრიგადაში გაატარეს. ბავშვებთან ერთად სამხედრო ბაზას იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი გრიგოლ დალაქიშვილი სტუმრობდა. სკოლის მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ ე.წ. ყაზარმები დაეთვალიერებინათ და საკუთარი თვალით ენახათ ჯარისკაცების საცხოვრებელი პირობები, მათ ასევე, ლაზარეთი და სამხედრო ტექნიკა დაათვალიერეს. აღნიშნული ინიციატივა ახალგაზრდებში ჯარის პოპულარიზაციას და შესაბამისად, სამხედრო სავალდებულო სამსახურში წამსვლელთა რაოდენობის ზრდას ისახავს მიზნად. პროექტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.