შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



გეგუთის ციხეში გარდაცვლილი პატიმრის მკვლელობაში ბრალდებულებს პატიმრობა მიესაჯათ
15.12.2015
უკან დაბრუნება
გეგუთის მე-14 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 2014 წლის მარტში გარდაცვლილ გიგა ფარტენაძის მკვლელობაში ბრალდებულების სასამართლო პროცესი ქუთაისის სასამართლოში დღეს გაიმართა. მოსამართლემ ფარტენაძის თანამესაკნეები ბრალდებულად სცნო და შოთა შანიძეს 15, გიორგი სეხნიაშვილს 9 და ლევან მოისწრაფიშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გარდაცვლილის დედის თქმით, ისინი სასჯელით კმაყოფილები არ არიან და გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებენ. გასაჩივრებას მკვლელობაში მხილებულების ადვოკატებიც გეგმავენ. მათი თქმით, მათი დაცვის ქვეშ მყოფებს, ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გარდაცვლილთან ფიზიკური შეხება არ ჰქონიათ.