შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ხარაგაულში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების პირველი ცენტრი გაიხსნა
15.12.2015
უკან დაბრუნება
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების პირველი ცენტრი ამოქმედდა. ახალი დაწესებულება იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველმა მოადგილემ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავჯდომარემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს. ინოვაციების ცენტრი ხარაგაულის ბიბლიოთეკის ბაზაზე შეიქმნა და მოსახლეობას მრავალპროფილიან მომსახურებას გაუწევს. ადგილობრივებს ცენტრის როგორც მუშაობის, ასევე შეხვედრებისა და დისკუსიების გამართვისთვის გამოყენების საშუალება ექნებათ. მნიშვნელოვანია წვდომა ისეთ ტექნიკასთან, როგორიც 3D პრინტერია. ყველა მომხმარებელს კონსულტაციას გადამზადებული ტრენერები გაუწევენ. მათ შეეძლებათ სწორად ჩამოაყალიბონ იდეა, შექმნან ახალი ინოვაციური პროექტები და განავითარონ ეს სფერო ქვეყანაში. ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ ინოვაციების ცენტრის ტექნიკური აღჭურვილობისთვის 38 000 ლარი გამოყო, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან კი საზოგადოებრივი ცენტრის სარემონტო სამუშოები დაფინანსდა. საქართველოში 500 მსგავსი ტიპის ცენტრის გახსნა იგეგმება.