შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით ქუთაისის ადგილობრივმა მთავრობამ რამდენიმე ღონისძიება დაგეგმა
14.06.2018
უკან დაბრუნება
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით ქუთაისის ადგილობრივმა მთავრობამ რამდენიმე ღონისძიება დაგეგმა. შშმ ბავშვებისთვის და მათი მშობლებისთვის ქუთაისის ერთ ერთ მუზეუმში შემეცნებითი და გასართობი ტური გაიმართა. ხოლო 18 წელს ზემოთ მყოფი პირებისთვის კი კინო „საქართველოში“ ფილმის ჩვენება მოეწყო. ღონისძიებებს ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე ხელმძღვანელობდა, რომელიც პირადად ჩაერთო ყველა აქტივობაში.