შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



მრავალშვილიანი დედას მარინა დახუნდარიძეს სასამართლომ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა
14.12.2015
უკან დაბრუნება
მრავალშვილიანი დედის, მარინე დახუნდარიძის სასამართლო პროცესი გაიმართა დღეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში. მას ქალაქის მერა ედავებოდა.საქმე ეხება 7-8 დეკემბერს მერის წინ გამართულ ერთკაციან აქციას. დახუნდარიძემ მაღალი თანამდებობის პირებს სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენა, რაც მერიასა და მრავალშვილიან დედას შორის დავის მიზეზი გახდა. მოსამართლე ციცინო კიკვაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის საჩივარი არ სცნო მიზანშეწონილად და დახუნდარიძის მისამართით მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლა. დახუნდარიძე ადგილობრივ თვითმმართველობას უყურადღებობაში ადანაშაულებს, როგორც თავად განმარტავს, ჯავახიას გადაწყვეტილებით მას მერის შენობასთან მიახლოება და შესვლა ეკრძალება. რაც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის პოზიციას, მერიაში სასამართლო დადგენილებას ელოდებიან და სწორედ ამიტომ კომენტარს არ აკეთებენ.