შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქალთა კლუბი სტუმრად ჯადოსნური სამყაროს ბენეფიციარებთან
14.06.2018
უკან დაბრუნება
14 ივნისი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ქალთა კლუბმა, ტრადიციულად, დღე ცენტრ ჯადოსნური სამყაროს ბენეფიციარებთან ერთად გაატარა. ქალბატონებმა ბავშვებთან ერთად ღია სივრცეში მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში გადაინაცვლეს. ღონისძიებაში საკრებულოს წევრები და სხვა ორგანიზაციებიც ჩაერთნენ, შემეცნებით-გასართობმა ღონისძიებამ ბავშვებს საშუალება მისცა თავიანთი შესაძლებლობები გამოევლინათ. მსგავსი აქტივობები მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას უწყობს ხელს, ღონისძიება მე-2 სამუსიკო სკოლის ვაჟთა ფოლკლორულმა ანსამბლმა გაალამაზა.