შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შექმნილმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ გამოსაკითხ პირთა სია დაამტკიცა
14.06.2018
უკან დაბრუნება
ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შექმნილმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ გამოსაკითხ პირთა სია დაამტკიცა. სერგი კაპანაძის მიერ წარდგენილ გამოსაკითხ პირთა სიაში არიან ხორავას ქუჩაზე მოკლული 2 ახალგაზრდის მშობლები და ოჯახების ადვოკატები. ასევე მიხეილ კალანდია, მირზა სუბელიანი, მერაბ მორჩაძე, ზვიად კუპრავა, ივანე ნაკაიძე, საქმეში ფიგურანტი სხვა არასრულწლოვანი პირები და მათი წარმომადგენლები. კომისიის მიერ შესაძლოა ასევე გამოიკითხოს შინაგან საქმეთა მინისტრი და მისი მოადგილე. საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ასევე საქმის პროკურორები და გამომძიებლები. დასაკითხ პირთა სია ვრცელია და როგორც კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა ეს რიცხვი მომავალში კიდევ გაიზრდება.