შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საჩხერეში რამდენიმე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება
14.06.2018
უკან დაბრუნება
საჩხერეში რამდენიმე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. რამდენიმე დღეში დასრულდება სოფლების, მოძვი-ჯალაურთის დამაკავშირებელი 6 კმ-მდე საავტომობილო გზის მოასფალტება, რისთვისაც მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 2 მლნ 200 000 ლარი დაიხარჯა. ასევე მიმდინარეობს მერჯევისა და ჭორვილის ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი 5 კმ-იანი გზის მშენებლობა. აღნიშნული მონაკვეთი ამ დრომდე ამორტიზებული იყო, რის გამოც მოსახლეობასა და სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილების პრობლემები ექმნებოდა. აღნიშნული გზის მონაკვეთით სამი სოფლის: მერჯევის, საირხისა და ჭორვილის მოსახლეობა ისარგებლებს. ქალაქ საჩხერეში აქტიურად მიმდინარეობს სკვერების რეაბილიტაციისა და კეთილმოწყობის სამუშაოები. დასასვენებელი ზონები მოეწყობა გომართელისა და დურმიშიძის ქუჩებზე. პროექტები რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის 5 % – იანი თანამონაწილეობით, 217 000 – მდე ლარით ფინანსდება.