შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში კონსტანტინე გამსახურდიას ნომერ 12 ბინის მაცხოვრებლები საცხოვრებელი კორპუსის მოწესრიგებას ითხოვენ
13.06.2018
უკან დაბრუნება
ქუთაისში კონსტანტინე გამსახურდიას ნომერ 12 ბინის მაცხოვრებლები საცხოვრებელი კორპუსის მოწესრიგებას ითხოვენ. ადგილობრივების განცხადებით შენობიდან ბათქაში ცვივა, რაც მათ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. მოსახლეობას მხარდაჭერა პარტია ,,თავისუფალი საქართველოს,, იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ გამოუცხადა. გოგი წულაია აცხადებს, რომ ქალაქში მსგავსი ტიპის კორპუსი ბევრია, ამიტომ ხელისუფლებამ დროული რეაგირება უნდა მოახდინოს. კორპუსი დღესვე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს და მოსახლეობას დახმარებას დაპირდნენ.