შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში რამდენიმე ქუჩაზე ერთდროულად გზის საფარის მოწესრიგება მიმდინარეობს
13.06.2018
უკან დაბრუნება
ქუთაისში რამდენიმე ქუჩაზე ერთდროულად გზის საფარის მოწესრიგება მიმდინარეობს. რეაბილიტაციის პროცესს ქალაქის მერი გიორგი ჭიღვარია გაეცნო. მწვანე ყვავილას, ლუკა ასათიანისა და ლესელიძის ქუჩებში ამ დრომდე გზის სავალი ნაწილი მოუწესრიგებელი იყო. ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით სამივე ქუჩაზე ბეტონის საფარი კაპიტალურად დაიგო. კონტრაქტორები წინასწარ გამოცხადებული სატენდერო პირობით შეირჩა. მწვანე ყვავილას ქუჩაზე 155 700 ლარი, ლუკა ასათიანის ქუჩაზე 93 835.28 ლესელიძის ქუჩაზე კი 242 669.52 ლარი დაიხარჯა. ქალაქის მერმა ასევე დაათვალიერა თაბუკაშვილის ქუჩის შესახვევებში სანიაღვრე არხებისა და გზის აღდგენის სამუშაოები. თაბუკაშვილის მე-2, მე-4, მე-6 და მე-8 შესახვევებში მთლიანად მოასფალტდება გზა, რისთვისაც 300 ათას ლარამდე იხარჯება.