შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ჯავახიშვილის ქუჩის მოსახლეობა გამარჯვების მართვის ტერიტორიული ორგანოს მაჟორიტარ დეპუტატს შეხვდა
14.12.2015
უკან დაბრუნება
ჯავახიშვილის ქუჩის მოსახლეობა გამარჯვების მართვის ტერიტორიული ორგანოს მაჟორიტარ დეპუტატს შეხვდა. მათ ნატო ქათამაძეს ინფორმაცია ქუჩაში არსებული პრობლემების შესახებ მიაწოდეს. დასუფთავება, ტრანსპორტის მოძრაობა და ყინულის მოედნის მუშაობით გამოწვეული ხმაური- ეს იმ საკითხთა მოკლე ჩამონათვალია ,რომლის შესახებაც მოსახლეობა საუბრობს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, წყალტუბოდან მომავალი მიკროავტობუსებისთვის ჯავახიშვილის ქუჩაზე ავტოსადგომი განათავსეს, თუმცა იქ რეალურად მარკეტი გაიხსნა, ასევე 22 ნომერ ავტობუსებისთვის შემცირდა მგზავრთა ნაკადი, რადგან მათი დიდი ნაწილი ქალაქის ცენტრალურ უბნებში სწორედ წყალტუბოს მარშუტით გადადგილდება. გადაიხედება თუ არა საქალაქო ტრანსპორტის მოძრაობა, ქალაქის აღმასრულებელ ხელისუფლებაში კომენტარს ხვალ გააკეთებენ. მოსახლეობას კი დახმარებას დღეს საკრებულოს წევრი ნატო ქათამაძე დაპირდა.