შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ორმოული შეკეთება- აუცილებლობა თუ ფულის გათეთრების მცდელობა?
14.12.2015
უკან დაბრუნება
პარტია ”თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ რუსთაველის გამზირზე ორმოულ შეკეთებებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.წულაიას განცხადებით, წელიწადში 2-3 ჯერ აღნიშნულ ქუჩაზე მსგავსი სამუშაოები სააკაშვილის ხელისუფლებიდან დღემდე გრძელდება,რაც თანხების უმიზნო ხარჯვა და ფულის გათეთრების ერთ-ერთი საშუალებაა. პარტია ”თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარეს კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა უპასუხა.მალხაზ ბასილაძის განცხადებით ,გზამ მისი ხანდაზმულობიდან გამომდინარე ცვეთა დაიწყო, რის გამოც შეკეთებას საჭიროებდა.რაც შეეხება თანხების არამიზნობრივ ხარჯვას , კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი აცხადებს,რომ მსგავსი ფაქტი არ ხდება და წულაიას შეუძლია სასამართლო უწყებას მიმართოს.