შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს პროექტს „კატასტროფების რისკების მართვის შესაძლებლობის განვითარება აღმოსავლეთ ქვეყნების ქალაქებში“
30.05.2018
უკან დაბრუნება
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს პროექტს „კატასტროფების რისკების მართვის შესაძლებლობის განვითარება აღმოსავლეთ ქვეყნების ქალაქებში“,რომელიც ევროკომისიის მიერაა დაფინანსებული და მასში სამი პარტნიორი ქალაქი ქუთაისი,უნგენი და არარატია ჩართული.პროექტის ფარგლებში რისკების იდენტიფიცირება,შეფასება და მათი ანალიზიმოხდება.29 დან 31 მაისის ჩათვლით კი სამუშაო შეხვედრები გაიმართება, რომელსაც ევროკომისიის ექსპერტები დაესწრებიან,ვიზიტის ფარგლებში სამი პარტნიორი ქალაქი წარმოადგენს პრეზენტაციას,რომელიც დაფუძნებული იქნება ადგილობრივი ქალაქის მაგალითზე კატასტროფების რისკების მიმართულებით.პროექტის მიზანია აღნიშნულ ქალაქებში ხელი შეუწყოს რისკების მართვა და მოახდინოს ამ მიმართულებით მოსახლეობის ცნობიერების გაზრდა,შექმნას დაინტერესებულ პირთა საბჭოები.