შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



როინ მეტრეველის ხსოვნის საერთაშორისო ტურნირი ხელბურთში დასრულდა
12.12.2015
უკან დაბრუნება
წყალტუბოს სპორტის სასახლეში როინ მეტრეველის ხსოვნის საერთაშორისო ტურნირი დასრულდა ხელბურთში. ორგანიზატორი მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური იყო. ტურნირი საერთაშორისოა და მასში საქართველოს 5 ქალაქის გუნდთან ერთად უკრაინის ქალაქ მელიტოპოლის გუნდიც მონაწილეობდა. სწორედ სტუმრები გავიდნენ პირველ ადგილზე, მეორე და მესამე ადგილები გორმა და წყალტუბომ გადაინაწილეს.გამარჯვებული გუნდები თასებითა და მედლებით დააჯილდოვეს. საუკეთესო მოთამაშედ წყალტუბოს გუნდის წევრი გიორგი ხელაძე დასახელდა.