შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში, მოსწავლეები, "საციგურაო მოედანზე" ყინულის გარეშე ვარჯიშობდნენ
29.05.2018
უკან დაბრუნება
სხვადასხვა სააგენტოებზე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ქუთაისში, მოსწავლეები, "საციგურაო მოედანზე" ყინულის გარეშე ვარჯიშობდნენ, რის გამოც მშობლები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ. იგივე ინფორმაციით, მოედნის აგრეგატი 4 თვის წინ დაზიანდა, რომელიც ამ დრომდე არ შეცვლილა. (ა) აიპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაში აცხადებენ, რომ აგრეგატი რამდენჯერმე შეკეთდა. გაერთიანების მმართველის თქმით, ვინაიდან ძველი შეკეთებას აღარ ექვემდებარება, ახალი აგრეგატის შეძენის საკითხში,როგორც ადგილობრივი თვითმმართველობა, ისე სამინისტრო ერთობლივად არის ჩართული. მისიჩამოტანა საზღვარგარეთიდან იგეგმება. პროცესების გაჭიანურების შემთხვევაში (ა) აიპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებას ყინულის მოედანზე სწავლის პროცესთან დაკავშირებით, სხვა გეგმებიც აქვს.