შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქართულ-ინდური ჩაის მწარმოებელი კომპანია „სინერჯი ცხრა“ დღეს გაიხსნა
25.05.2018
უკან დაბრუნება
აფხაზეთის ბიზნესინკუბატორში დაარსებული ქართულ-ინდური ჩაის მწარმოებელი კომპანია „სინერჯი ცხრა“ დღეს გაიხსნა, სტუმრებმა სოფელ რიონის ჩაის პირველადი გადამამუშავებელი ფაბრიკა დაათვალიერეს. აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელმა დღესვე ეკონომიკური საბჭოს პირველი გასვლითი სხდომა ჩაატარა,რომელშიც ინდური პარტნიორები და ინვესტორები იღებდნენ მონაწილეობას.განიხილეს ბიზნესწინანდადებები რომელიც მცირე ბიზნესის განვითარებას და დევნილთა დასაქმებას შეუწყობს ხელს.ბიზნესინკუპატორის სტუმრებს ქართულ ინდური ჩაის დაგემოვნების საშუალებაც მიეცა.