შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია ა(ა)იპ ბაღების გაერთიანების #5 საბავშვო ბაღს ეწვია
24.05.2018
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია ა(ა)იპ ბაღების გაერთიანების #5 საბავშვო ბაღს ეწვია. ქუთაისის მერმა ბაღში არსებული მდგომარეობა შეამოწმა. ქალაქის პირველმა პირმა ბავშვების საყოფაცხოვრებო პირობები სამუშაო ოთახები და სამზარეულო ბლოკები დაათვალიერა. გიორგი ჭიღვარია ბაღის პედაგოგებსა და ტექნიკურ პერსონალსაც შეხვდა. ქუთაისის მერის განცხადებით აღსაზრდელებს ბაღებში განსაკუთრებული პირობები აქვთ შექმნილი იმისთვის, რომ მათი ზრდა განვითარება სრულყოფილად წარიმართოს.