შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



წყალტუბოში სამუსიკო სკოლის 60 წლისთავი გრანდიოზულად აღინიშნა.
23.05.2018
უკან დაბრუნება
წყალტუბოში სამუსიკო სკოლის 60 წლისთავი გრანდიოზულად აღინიშნა. სპეციალურად ამ დღისთვის წყლატუბოში გერმანიის ქალაქ მიუნჰენის სახელმწიფო მოხელეთა სიმფონიური ორკესტრი ჩამოვიდა. უცხოელმა მუსიკოსებმა სკოლის მოსწაველეებთან და პედაგოგებთან ერთად კლასიკური მუსიკის ყველასათვის ცნობილი შედევრები შეასრულეს. პროექტის ინიციატორი და მხარდამჭერი თბილისის კონსერვატორიის პროფესორი გიორგი ქობულაშვილი, მეცენატი და ქველმოქმედი, საქართველოს საპატიო კონსული ბავარიასა და ბადენ-ვუტენბერგში ნიკოლაუს ჰიპი არიან. აღსანიშნავია, რომ მსგავსი მასშტაბის ღონისძიება წყალტუბოს მუნიციპალიტეტში წელს პირველად ჩატარდა.