შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



„ევროპული საქართველოს“ წევრები მიიჩნევენ ,რომ ხარჯი ააიპებსა და შპს-ებში გაბერილია
21.05.2018
უკან დაბრუნება
“ევროპული საქართველოს“ წევრმა დავით გოგისვანიძემ და მერაბ მეშველიანმა დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში არასამთავრობო და პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის ქუთაისის მუნიციპალიტეტის ააიპებსა და შპს-ში დასაქმებული ადამიანების შრომის ანაზღაურების კვლევის პრეზენტაცია წარმოადგინეს.ქუთაისის მერიას 15 ააიპსა და შპს-ში 3649 ადამიანია დასაქმებული.ამათგან შტატით 3469,შტატგარეშე კი 180 თანამშრომელია.მათი ხელფასები წელიწადში 18 მილიონ 101 ათას 817 ლარს შეადგენს.მერაბ მეშველიანის განცხადებით შტატგარეშე თანამშრომლებს ხშირ შემთხვევაში შტატიან თანამშრომლებზე მაღალი ანაზღაურება აქვთ ,ასევე განსხვავებაა ააიპების ხელმძღვანელების ხელფასებს შორისაც. „ევროპული საქართველოს“ წევრები მიიჩნევენ ,რომ ხარჯი ააიპებსა და შპს-ებში გაბერილია.ისინი მერიას მიმართავენ რომ ეს თანხა ქალაქის ბიუჯეტიდან მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას მოახმარონ. ბრალდებას არ იზიარებენ მერიაში,როგორც ვიცე მერი გიორგი იობაშვილი აცხადებს , მათი მმართველობის პერიოდში მერიაში შტატები შემცირდა და ფუქნქციების დუბლირება აღარ ხდება.