შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



პირველი სკოლის ხელმძღვანელობა და მოსწავლეები ვიცე-გუბერნატორს იოსებ ხახალეიშვილს შეხვდნენ
18.05.2018
უკან დაბრუნება
2016 წელს იმერეთის ყოფილი გუბერნატორის გივი ჭიჭინაძისა და ვიცე-გუბერნატორის იოსებ ხახალეიშვილის ორგანიზებით ქუთაისის პირველი საჯარო სკოლა შვეიცარიის ქალაქ ბერნის კამპუს მიურის ტალბენდენის გიმნაზიასთან დამეგობრდა. 2017 წლის დასაწყისში გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სკოლას შვეიცარიიდან დელეგაცია ესტუმრა.მიმდინარე წლის აპრილში კი პირველი საჯარო სკოლის ხუთი მოსწავლე და ორი მასწავლებელი ორი კვირით ქალაქ ბერნიში გაემგზავრნენ.იქ სასწავლო პროცესს დაესწრნენ,გაეცნენ მათ კულტურას,გაცვალეს პარტნიორული ურთიერთობები. დღეს სკოლის ხელმძღვანელობა და მოსწავლეები ვიცე-გუბერნატორს იოსებ ხახალეიშვილს შეხვდნენ და პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადეს.